ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჩოხატაურში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარ ეზოში, სანადირო თოფით თავი მოიკლა.

მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....