ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს წყალქვეშა ნავები სამხრეთ კორეის ზღვაში შევიდნენ: ტრამპმა ხვალ საგანგებო სხდომა ჩანიშნა

ჩრდილოეთ კორეა დღეს არმიის დაარსების 85 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამხრეთ კორეაში ფიქრობენ, რომ ეს ფართომასშტაბიანი ცეცხლოვანი ღონისძიება იქნება, რა დროსაც, როგორც წესი, ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო ცდებს ატარებს ხოლმე.

ამის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების წყალქვეშა ნავები სამხრეთ კორეის ზღვაში შევიდნენ, -ინფორმაციას BBC
ავრცელებს.

ამავდროულად აშშ-ის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით, თეთრ სახლში ბრიფინგზე ამერიკის სენატი სრული შემადგენლობით მოიწვია. საგანგებო სხდომა თეთრ სახლში ხვალ ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას სენატის ყველა, 100-ვე წევრი მიიღებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ვითარება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაიძაბა, რაც მათ შორის არსებულ რიტორიკაშიც გამოიხატება.

იტვირთბა....