ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგურ ,,ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციები გატანილია

მეტროსადგურ ,,ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გატანილია.  თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.

„ჩვენ მათ ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ გაგრძელებას ვთავაზობთ. პირობები იგივე იქნება – პირველი 6 თვის მანძილზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან“,- განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

იტვირთბა....