სავაჭრო ცენტრ “საბას” მიმდებარე ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო მაღაზიის 60 კვადრატული მეტრი დაიწვა. ადგილზე 5 სამაშველო მანქანა იყო მობილიზებული. მათ ცეცხლის ლოკალიზება უკვე შეძლეს.
ზარალის ოდენობა და ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო.