სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ხოსთის პროვინციაში აშშ-ის სამხედრო ბაზასთან მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.
აფეთქება ბაზის შესასვლელთან მოხდა, რომელიც ამერიკელი სამხედროებისა და კერძო სამხედრო კომპანიების მართვის ქვეშაა. არიან თუ არა დაშავებულები ან დაღუპულები ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა უილიამ სალვინმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. მისი თქმით, ავღანეთის მოქალაქეებს შორის შესაძლოა დაშავებულები იყვნენ. აშშ-ის სამხედროები ინციდენტის შედეგად არ დაშავებულან.
დღეს, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი ვიზიტით ავღანეთს ეწვია.