ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

თბილისში, თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში, თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მსვლელობაზე შეკრებილებმა 1915 წლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 102 წლის წინ განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანებად შერაცხა.

შეგახსენებთ, რომ სომხების თურქეთიდან მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც   ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი, სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს სომხების ქონებასაც.

იტვირთბა....