ახალი ამბები მთავარი სამართალი

“საქმე გვაქვს მანიაკთან, სერიულ მკვლელთან, რომელიც ახლაც თავისუფლად გადაადგილდება”: ხაბელაშვილის ადვოკატის სკანდალური განცხადება

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბლაშვილის ადვოკატი თამაზ კვახაძე დღესაც დარწმუნებულია, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულო ადამიანი გაასამართლეს. ამის შესახებ “პრაიმტაიმი” წერს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია:
” მისი თქმით, გამოძიება საქმეს ვერ ხსნიდა, რის გამოც ხელი შეაწმინდეს წარსულში ნასამართლევ გიორგი ხაბელაშვილს. ადვოკატი ირწმუნება, რომ რეალური დამნაშავე კვლავ თავისუფალია. მეტიც, თამაზ კვახაძე არ გამორიცხავს, რომ საქმე ეხებოდეს სერიულ მკვლელს. ამ კონტექსტში ადვოკატი რამდენიმე დღის წინ, იგივე ხელწერით მომხდარ კიდევ ერთ მკვლელობას გვახსენებს და საერთო კვალზე მიანიშნებს.

თამაზ კვახაძე, მსჯავრდადებულის ადვოკატი:
– ფაქტია, რომ სახლიდან წაღებული არაფერი არ არის. საქმეში პროკურატურამ ოქროულობა შემოიტანა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხაბელაშვილს რამდენიმე ნივთი ლომბარდში ჰქონდა ჩაბარებული და გადაწყვიტეს, რომ ეს ნივთები მიეკუთვნებინათ მამფორიების ოჯახისთვის და ამით გაემყარებინათ ბრალდება. არადა, გამოძიება თავიდანვე ამტკიცებდა, რომ სახლიდან წაღებული არაფერი იყო. ხაბელაშვილს იმ უბანში ყველა იცნობდა. გიჟი უნდა ყოფილიყო, რომ დღისით, მზისით მისულიყო ოჯახში, ამოეხოცა დედა-შვილი, ეპოვა ბენზინი, დაეწვა ბავშვის ცხედარი და სახლი, მერე კი ასე დემონსტრაციულად წასულიყი. ეს ხომ აბსურდია?!

– თუ არა ხაბელაშვილს, მაშინ ვის შეიძლებოდა მოეკლა დედა-შვილი?

– ან ეს არის შურისძიება, ან საქმე გვაქვს მანიაკთან, სერიულ მკვლელთან, რომელიც ახლაც თავისუფლად გადაადგილდება. რამდენიმე დღის წინ ბუდაპეშტის ქუჩაზე მოხდა მკვლელობა ზუსტად ანალოგიური ხელწერით. 70 წლის კაცი ყელისა და მუცლის არეში დანით დაჩეხეს, შემდეგ კი სახლში ცეცხლი გააჩინეს. კრიმინალისტებმა უნდა დაადგინონ, რამდენად არსებობს კავშირი ამ ორ მკვლელობას შორის. ამას სჭირდება სკრუპულოზური გამოძიება და არა საქმის შეკერვა. დარწმუნებული ვარ, ასეთი კავშირი რომც დადგინდეს, ხაბელაშვილის განაჩენი არ გადაიხედება, რადგან ამით მთლიანად ეჭვქვეშ დადგება როგორც გამომძიებლების კომპეტენცია, ისე ექსპერტიზის მიმართ ნდობა. და ის მთლიანად გაცამტვერდება. ამიტომ აქვე გეტყვით, რომ რაიმე ილუზიები, რეალური დამნაშავის დადგენის მხრივ, ნამდვილად არ მაწუხებს.

მოკლედ, ადვოკატი თამაზ კვახაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის ქუჩებში მანიაკი დადიოდეს და ერთნაირი ხელწერით ხოცავდეს ხალხს. 70 წლის მამაკაცი, რომელზეც ის საუბრობს, 9 აპრილს ბუდაპეშტის ქუჩაზე, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. მას მრავალჯერადი ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული, რის შემდეგაც დამნაშავემ შემთხვევის ადგილს ცეცხლი წაუკიდა. „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ბრალდებულის სახით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.”-წერს “პრაიმტაიმი”.

ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩნენ მოკლული დედა-შვილის ახლობლები. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილიც ესწრებოდა.

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ჩადენილ მკვლელობაში სრულად დამნაშავედ ცნეს.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა ფონიჭალაში 7 ათასი დოლარის დაუფლების მიზნით შეაღწია ნაცნობის ოჯახში, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნონა რ.-ს და ასევე მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ ბრალდებულმა სახლიდან ოქროს ნაკეთობები წაიღო, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დანა ჩავარტყი, ცუდად გავხდი, დანა სისხლიანი იყო“: დედა-შვილის მკვლელობის საზარელი ჩვენებები

იტვირთბა....