რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში ნაღმს ეძებენ. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, მოსწავლეები და მომუშავე პირები-ევაკუირებული.
ნაღმის შესახებ ანონიმური შეტყობინება 112-ში შევიდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, შესული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და გამნაღმველები და მიმდინარეობს ძიება. სკოლის შენობიდან მოხდა მოსწავლეებისა და იქ მომუშავე ყველა პირის ევაკუაცია.