ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, 24 აპრილს, ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რეგიონში დღეს ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. მათი განცხადებით, 24 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში 8-13 მეტრი წამში ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 11-16 მეტრი წამში იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20- 25 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 16 გრადუსი შენარჩუნდება.

ძლიერი ქარია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. სინოპტიკოსთა ინფორმაციით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი, 20-25 მეტრი წამში. თბილისის გარეუბნებში, შესაძლოა, დაფიქსირდეს 28-30 მეტრი წამში.

რაც შეეხება ტემპერატურას, თბილისში 18-19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

იტვირთბა....