ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას მაკრონი და ლე პენი აგრძელებენ

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა. ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ცენტრისტი” ემანუელ მაკრონი 23.7% და “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი გავიდნენ 21.7. მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის ირჩევდნენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში – 20:00 საათზე.

იტვირთბა....