აჭარაში, სოფელ ჭარნალში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლი დაშალა. ადგილობრივი მცხოვრები თამაზ შაინიძე ამბობს, რომ ხის სახლი, რომელიც მის ძმას – მერაბ შაინიძეს უკუთვნოდა, ქარიშხლის შედეგად მთლიანად დაშლილია და ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ასევე, სტიქიამ სოფელში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.
“ძლიერი ქარბორბალა იყო. გადმოაგდო სახლი, მთლიანად დაშლილია. ხოლო, გვერდით სახლებზე სახურავები არის ახდილი”, – ამბობს თამაზ შაინიძე.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ათზე მეტ სახლს სახურავი გადახადა და მრავალწლოვანი ხეებიც მოგლიჯა.