მსოფლიოს 288 ქალაქიდან ყველაზე უსაფრთხო არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბია. რეიტინგი პორტალმა Numbeo.com-მა შეადგინა. ინფორმაციას გამოცემა Tne National-ი ავრცელებს.
აბუ-დაბის გარდა, უსაფრთხო ქალაქების პირველ ათეულში მოხვდნენ მიუნხენი (გერმანია), ტაიბეი (ტაივანი, ჩინეთი), ბაზელი (შვეიცარია), დოჰა (კატარი), სინგაპური, ციურიხი (შვეიცარია).
რეიტინგში ადგილს ქალაქში კრიმინალის დონე განსაზღვრავს. უსაფრთხოდ მიჩნეულია ქალაქი, რომლის კრიმინალის ინდექსი 20 ქულას არ აღემატება. აბუ-დაბის ინდექსი 15, 51 ქულაა.
საქართველოს დედაქალაქი რეიტინგში მე-19 ადგილზეა. თბილისის კრიმინალის ინდექსი 19,96 ქულაა.
20-დან 40-მდე ქულა აქვთ ბერნს (შვეიცარია), ჰონკონგს (ჩინეთი), მინსკს (ბელარუსი).
პლანეტის ყველაზე სახიფათო ქალაქად ვენესუელის დედაქალაქი კარაკასი დასახელდა, რომლის კრიმინალის ინდექსი 80 ქულაა.