ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გონიოში ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა, რომელმაც ექვსი ავტომობილი დააზიანა

გონიოში, საპატრული პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რომელმაც იქვე მდგომი ექვსი ავტომობილი დააზიანა, მათ შორის ერთი საპატრული პოლიციის ეკიპაჟის. ადგილობრივები საცხოვრებელი სახლის გადახურვასა და დაზიანებული ავტომობილების შეკეთებას ითხოვენ.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ძლიერმა ქარმა გონიოში სახურავი ერთ-ერთ საჯარო სკოლასაც გადახადა. ქარმა პრობლემები შეუქმნა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავსაც. შემთხვევის ადგილებზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

იტვირთბა....