სომხეთში, გიუმრიში, ქალაქის ცენტრში რუსი ჯარისკაცი მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, რუსი სამხედრო მოსამსახურის ფორმაში ჩაცმული მამაკაცის გვამი მაღაზიასთან იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
მედიის ინფორმაციით, მოკლული 21 წლის რუსი სამხედრო დიმიტრი იალპაევია. მისი ცხედარი ქალაქის მაღაზიასთან იპოვეს.
თვითმხილველების ცნობით, მას ჭრილობა ჩხუბის დროს დანით მიაყენეს. გიუმრიში, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.