საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს – ქვეყანაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს. ფავორიტებს შორის ხუთი კანდიდატია დასახელებული: ემანუელ მაკრონი, მარინ ლე პენი, ფრანსუა ფიიონი, ჟან-ლიუკ მელანშონი და ბენუა ამონი.
საარჩევნო სიებში 45 მილიონზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე შეწყდება. საფრანგეთში არჩევნებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ორ ტურად გაიმართება. მეორე ტური, ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე ორ კვირაში, 7 მაისს გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთს ორი მოწინავე კანდიდატი დაუპირისპირდება.