ნანა ძაგნიძემ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე გაიმარჯვა. დღეს გამართულ ბოლო, მე-11 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე რუს ნატალია პოგონინას დაუზავდა და 8,5-ქულით ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ნანა პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება შეძლო.