უამინდობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მათი თქმით, მთელი ღამის განმავლობაშიც სპეციალურ რეჟიმში მუშაობდნენ.
მათი განცხადებით, წუხანდელთან შედარებით ქარის სიჩქარემ დღეს მოიმატა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დაფიქსირებულია 100-ზე მეტი გამოძახება.