ძლიერმა ქარმა რუსთავში ხეები მოგლიჯა და რამდენიმე მისამართზე სახლებს სახურავი გადახადა. მათ შორის, სახურავი გადახადა რუსთავის მზურნველობამოკლებულთა ბავშვთა სახლის ყოფილ შენობასაც. ამასთან, მოგლეჯილმა ხემ ერთი ავტომობილი დააზიანა.
ქარის მიერ შექმნილი პრობლემების შესახებ, ცხელ ხაზზე ამ დრომდე შედის ზარები. მუნიციპალიტეტმა უკვე შექმნა ზარალის შემსწავლელი კომისია. ძლიერმა ქარმა პრობლემები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შექმნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მათი თანამშრომლები დილიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არიან მობილიზებულები და საგანგებო ვითარებაში მუშაობენ, მოსახლეობას კი სახლიდან გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.