ძლიერმა ქარმა ვარკეთილში 8 წლის ბავშვი გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილას მოხდა. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, მიყენებული აქვს თავის ტრავმა და მსუბუქი დაზიანებები. “მეტრონომს” კლინიკაში განუცხადეს, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ძლიერი ქარის გამო ქალაქში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. გმირთა მოედანზე კლდე ჩამოიშალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერმა ქარმა დააზიანა ბანერები, მოგლიჯა ტოტები. მოსახლეობას სახლიდან გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.