ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საკონსტიტუციო კომისია დასკვნით სხდომას მართავს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დასკვნით სხდომას მართავს – ცვლილებების პროექტს, სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს კენჭს უყრის.

პროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვები. ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.

საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.

იტვირთბა....