ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

პარიზის ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

პარიზის პროკურატურამ ელისეს მინდვრებზე თავდასხმის ორგანიზატორი დაასახელა. გამოძიების ინფრომაციით, შანზე ლიზეზე პოლიციელებს ცეცხლი 39 წლის კარიმ შეფრიმ გაუხსნა. მან თავდასხმისას კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

პროკურორის ინფრომაციით, მოკლული თავდამსხმელის ცხედართან სამართალდამცველებმა ხელნაწერი წერილი აღმოაჩინეს, სადაც ის “ისლამურ სახელმწიფოს” მხარდაჭერას უცხადებდა.

შეგახსენებთ, რომ ტერაქტი პარიზში 2 დღის წინ, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ავტობუსს ავტომობილი მიუახლოვდა, საიდანაც მამაკაცი გადმოვიდა და სამართალდამცავების მისამართით ავტომატური იარაღიდან სროლა დაიწყო.

ოფიცერის მოკვლის შემდეგ, დამნაშავემ გაქცევა სცადა და მეორე სამართალდამცავის მისამართით გაისროლა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა, დაშავებულია სამი სამართალდამცავი. დამნაშავე უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა მოკლეს. პარიზის ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

იტვირთბა....