ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქცია წალკაში: ადგილობრივები გაზსადენის მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვენ

წალკაში ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელ ქიზილკილისას გზა გადაკეტა – აქციის მონაწილეები კომპანია „ბი-პი“-ს ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა წალკაში მიმდინარე გაზსადენის მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვს.

ისინი აცხადებენ, რომ ​„ბი-პი“-ს კონტრაქტორ კომპანია „ბეხტელენკას“ ადგილზე 2 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და აქედან, მხოლოდ 600-ია ადგილობრივი. აქციის მონაწილეთა განმარტებით, პირველ ეტაპზე ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ. საუბარია სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტზე. წალკაში ამ დროისთვის გაზის საკომპრესორო სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.

იტვირთბა....