ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ დააფუძნა „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. მათ იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდათ, გამოსავალი იპოვეს  და რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს.

აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე “ლ” ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

On.ge-ს ინფორმაციით, გირჩის წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის მიერ კურთხეულმა ხუთმა სასულიერო პირმა, იგივე წვევამდელმა, სწორედ ამ გზით შეძლო სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთი წლით გადავადება. იმის გამო, რომ აღნიშნულ პირებს ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ სურთ, On.ge თავს იკავებს მათი სახელების გასაჯაროებისგან.

გირჩის წევრებმა 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება.

“სახელმწიფო სისტემა აღმოჩნდა შეუვალი, როგორც ადამიანის უფლებების, ისე ეკონომიკური არგუმენტებისთვის.

 

ამის შემდეგ გირჩმა დაიწყო ფიქრი ბრძოლის ალტერნატიულ გზებზე და ჩვენ ვიპოვეთ ასეთი გზა,” – უთხრეს On.ge-ს „გირჩში“.

იტვირთბა....