ახალი ამბები მთავარი სამართალი

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.
როგორც სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა განაცხადეს, ხმათა ფარდობითობა იყო 10 ხმა 2-ის წინააღმდეგ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაცვის მხარეს მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება პატიმრობის ვადას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ, 15:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც მოსამართლე იმსჯელებს ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს პატიმრობის სახად რა ვადა განესაზღვრება. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა ფონიჭალაში 7 ათასი დოლარის დაუფლების მიზნით შეაღწია ნაცნობის ოჯახში, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნონა რ.-ს და ასევე მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ ბრალდებულმა სახლიდან ოქროს ნაკეთობები წაიღო, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

იტვირთბა....