გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე მისი ადვოკატის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ისე გაიყვანეს, რომ ამის შესახებ საქმის კურსში არც ერთი მისი ადვოკატი არ ყოფილა.
ხარშილაძის ერთ-ერთი ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე ამბობს, რომ მოხდა კანონდარღვევა, რომელზეც ადვოკატები იმსჯელებენ და კანონით განსაზვღულ ზომებს მიიღებენ.
“ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ ვიყავით საქმის კურსში. დღეს ჩემი კოლეგა, დავით ხარშილაძის მეორე ადვოკატი ნათია კორკოტაძე იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულის მოსანახულებლად და იქინდა გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ გაყვანილი იყო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისთვის სასმართლოში.
სამი ადვოკატი ვყავართ ხარშილაძეს და არც ერთი ადვოკატისთვის ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, ჩუმად გაიყვანეს საკნიდან იგივე გამომძიებელმა, რომელმაც უკანონოდ გაჩხრიკა და ნარკოტიკები ჩაუდო და დაკავა, მისი მოთხოვნით ფაქტიურად მოიპარეს ბრალდებული და წაიყვანეს სასამართლოზე. ისე, რომ სამი ადვოკატის ყოლის მიუხედავად, არც ერთ ადვოკატს არ შეგვატყობინეს.” -აცხადებს ჩუბინიძე.
რაც შეეხება დაჯარიმებას, როგორც ადვოკატი ამბობს, ხარშილაძის დაჯარიმება არ მომხდარა და სასამართლო პროცესი 4 მაისისთვის გადაიდო.
წყარო: “პირველი რადიო”