“თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ევროპულმა საქართველომ” საკონსტიტუციო კომისია დატოვა.
“საქართველოს პრეზიდენტის არჩევისა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ცვლილებები მიმართულია პრეზიდენტის ისტიტუტის უფლებამოსილების დაცლისკენ, მმართველ გუნდს კი ამ ინსტიტუტზე კონტროლის საშუალება ეძლევა. კანონპროექტში გათვალისიწნებულია მხოლოდ ოცნების მიერ გამოხატული პოზიციები და უგულვებელყოფილია პარტიების არასამთავრობოების, სახალხო დამცველის შეთავაზებები. აღნიშნული გვარწმუნებს, რომ ოცნებას სურდა კომისიით შეეფუთა წინასწარ განსაზღვრული და დაწერილი ცვლილებები,”- განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა შალვა შავგულიძემ.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, პარტიებს შორის კონსულტაციები გრძელდება და სამომავლო გეგმებზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
საკონსტიტუციო კომისია 18-19 აპრილს დატოვეს “პატრიოტთა ალიანსმა” და “ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებულმა დემოკრატებმა”. ასევე, საკონსტიტუციო კომისია 18 აპრილს “დემოკრატიულმა მოძრაობამ”, 10 აპრილს პარტიამ “სახელმწიფო ხალხისთვის”, 13 აპრილს კი “ნაციონალურმა მოძრაობამ” დატოვა.
საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 19 აპრილს დაასრულა და ცვლილებების პროექტი კომისიის წევრებს გადაეგზავნა. სამუშაო ვერსიის მუხლებზე და ალტერნატიულ წინადადებებზე კენჭისყრა 22 აპრილს ჩატარდება.
ფოტო: “იმედინიუსი”