დიდუბის ბაზრობის მიმდებარედ არსებულ კედელს, რომელიც ბაზრობას ორ ნაწილად ჰყოფს, თავად მოვაჭრეები უპირებენ დემონტაჟს,-ამის შესახებ “მეტრონომს” ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ განუცხადა:
“არჩევნების მერე მთავრობა ყრუ ხდება. ორ საათზე მეტია მერიასთან უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრას ველით, მაგრამ არავინ გვეხმაურება. ჩვენი სამოქმედო გეგმა შემდეგია: რადგან მერია თავის თავზე ვერ იღებს კედლის დემონტაჟს, ამას თავად მოვაჭრეები განახორციელებენ. ასევე, მერიის ყველა წარმომადგენლის სახლის კართან გავმართავთ აქციებს, ხოლო ნატოს დღეებში, საქართველოს ყველა მოვაჭრე საკრებულოს წინ აქციას გამართავს”-განუცხადა კახა კუკავამ “მეტრონომს”.
თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.