ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

მკვლელობა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში

კლივლენდის პოლიცია ეძებს ეჭვმიტანილს, რომელმაც 74 წლის მამაკაცი ფეისბუქის პირდაპირ ეთერში მოკლა. როგორც ირკვევა, ეჭვმიტანილი 37 წლის სტივ სტეფენსია, რომელმაც, რობერტ გოდვინის მკვლელობის შემდეგ, ფეისბუქის პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ მან, სულ, 13 ადამიანი მოკლა და ახალ მსხვერპლს ეძებდა.

კლივლენდის პოლიციის უფროსმა, კევინ უილიამსმა გოდვინის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ სტეფენსის სხვა მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათივე ცნობით, სტეფენსი შეიარაღებულია და თეთრ ან ვერცხლისფერ ჯიპს მართავს.

ფოტო, რომელიც გამოქვეყნდა ეჭვმიტანილს სტივ სტეფენს ეკუთვნის.

ფეისბუქი1

იტვირთბა....