aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე ცნობილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე ცნობილია. ის კომისიის წევრებს გადაეგზანათ.

პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული აღარ არის.

პროექტის გაცნობის შემდეგ, პოლიტიკური პარტიები ბოიკოტისთვის ემზადებიან. ამ დრომდე, “ქართული ოცნების” გარდა, პარტიებიდან კომისიაში რჩება “ევროპული საქართველო”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ლეიბორისტული პარტია”.

სამუშაო ვერსიის მუხლებზე და ალტერნატიულ წინადადებებზე კენჭისყრა 22 აპრილს ჩატარდება.

ცვლილებები საყოველთაო სახალხო განხილვების შემდეგ, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.

იტვირთბა....