ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

კალაძის განცხადებით, შესაძლოა “ხუდონჰესი” სახელმწიფომ ააშენოს

დღეს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ “ხუდონჰესის” ინვესტორს „ტრანს ელექტრიკას“ პროექტიდან გასვლა შესთავაზა. “ხუდონჰესთან” დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ ის შესაძლოა სახელმწიფომ ააშენოს.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორ კომპანიასთან. გვაქვს შეთავაზება, რომ პროექტი წამოიღოს სახელმწიფომ და შესაბამისად, შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს პროექტი. აუცილებლად უნდა განხორციელდეს და აშენდეს, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით”, – განაცხადა მედიასთან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.

ხუდონჰესის 1-მილიარდიანი პროექტისთვის ინვესტორს უკვე 32 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული და დიდი ალბათობით კომპანია, სულ მცირე, ამ თანხის დაბრუნებას მაინც მოითხოვს. 702-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობაც ეწინააღმდეგება, ისინი გარემოსთვის მიყენებულ ზარალს და განსახლებას აპროტესტებენ.

ხუდონჰესის მშენებლობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. მაშინვე დაიწყო მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებიც. 2013 წელს პროექტის განახლებასთან ერთად განახლდა აქციები და პროტესტიც.

იტვირთბა....