ახალი ამბები მთავარი სამართალი

შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგული კიდევ 2 მეზღვაური იპოვეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შავ ზღვაში, გამთენიისას, გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგული კიდევ 2 მეზღვაური იპოვეს. სააგენტოს ცნობით, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან  პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი “Герои Арсенала” ჩაიძირა. «Интерфакс»-ის ცნობით, გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის გადარჩენილია ეკიპაჟის 7 წევრი. რუსული ეკიპაჟის წევრებიდან 9 რუსეთის მოქალაქეა, 2 უკრაინელი და 1 საქართველოს მოქალაქე. ხორბლით დატვირთული გემი რუსეთის როსტოვის ოლქიდან თურქეთში მიემგზავრებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, სატვირთო გემი 19 აპრილს, დილის 3:30 საათზე ჩაიძირა. კატასტროფის მიზეზი ძლიერი შტორმი გახდა.

იტვირთბა....