ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პატრიოტთა ალიანსმა” საკონსტიტუციო კომისია დატოვა

“პატრიოტთა ალიანსმა” საკონსტიტუციო კომისიას დატოვა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

ინაშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის წევრები არ აპირებენ „გაათეთრონ“ “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რადგან როგორც ინაშვილი ამბობს, ქვეყნის მთავარ კანონში შედის ცვლილებები, რომელიც ხელისუფლების უზურპაციას ახდენს.

პარტიაში პროტესტის სხვადასხვა ფორმებს განიხილავენ, მათ შორის შიმშილობასაც. როგორც ინაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ისინი უერთდებიან საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოხატულ ბოიკოტს.

„ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პარტნიორების იმ მოთხოვნებს, რაც ერთად გავუზიარეთ ხელისუფლებას. შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორებს პროტესტის სხვადასხვა ფორმებს. არ გამოვრიცხავთ იმ აპრობირებულ მეთოდებს, რა მეთოდებსაც ჩვენ ამ 10 წლის განმავლობაში მივმართავდით,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა. პატრიოტთა ალიანსის მსგავსად, საკონსტიტუციო კომისია დატოვა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანმა საქართველომ.

„დემოკრატიული მოძრაობა ასრულებს იმ დანაპირებს, რაც შესვლისთანავე ჩვენ განვაცხადეთ და ვტოვებთ საკონსტიტუციო კომისიას, რადგან იქ არავითარი დიალოგი და კონსენსუსი არ არსებობს. ხელისუფლება დარჩება მარტო და ხელისუფლებამ თავისავე გადაწყვეტილებებს თავად უყაროს კენჭი,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

 

იტვირთბა....