გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს და შემდეგ მტკვარში გადააგდეს. საინფორმაციო სააგენტო livepress.ge-ს ცნობით, მოკლულია ზუგდიდელი ახალგაზრდა.
როგორც „მეტრონომს“ სანდო წყარომ აცნობა, მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზეა მოკლული.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოკლულის ცხედარს მდინარეში მეხუთე დღეა ეძებენ.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და საქმე უკვე გახსნილია. უწყების ცნობით, დაკავებულია ორი ადამიანი.
გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე(განზრახ მკვლელობა) და 365-ე მუხლითაა დაწყებული, რომელიც დანაშაულის შეუტყობილებლობას გულისხმობს.