ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ნანუაშვილი მეტ არგუმენტებს ითხოვს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები, დღეს, იმ პროექტს ელოდებიან, რომელსაც კვირის ბოლოს კენჭი უნდა უყარონ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვეტს, დატოვებს კომისიას და თუ დარჩება და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას.

მათი გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად იქნება საბოლოო პროექტში გათვალისწინებული შენიშვნები საარჩევნო სისტემასთან და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით.

კომისიის წევრები ელიან იმ თარიღების განსაზღვრასაც, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესი 2018 წლის შემდეგ არჩევნებზე უნდა ამოქმედდეს, მაჟორიტარული სისტემა კი უკვე შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გაუქმდეს.

სახალხო დამცველი ხელისუფლებისგან და ინიციატორებისგან ითხოვს მეტ არგუმენტს სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით. უჩა ნანუაშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ირჩეოდეს სახალხო დამცველი მხოლოდ 1 ვადით.

„მე ვერ მოვისმინე არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა სხვა არჩევით თანამდებობებზე მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ ერთზე მეტი შანსი სახალხო დამცველს ამ თანამდებობის დასაკავებლად არ ჰქონდეს.

იტვირთბა....