ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამაკაცს, რომელიც თოკით ცოლის გაგუდვაში იყო ეჭვმიტანილი, სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ვახტანგ სამხარაძეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხება, 2017 წლის 4 იანვარს, თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარ მკვლელობას. გამოძიების ინფორმაციით, ვახტანგ სამხარაძემ ცოლი თოკით გაგუდა. სამხარაძე პოლიციაში თვითონ გამოცხადდა და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მოკლული ქალის ოჯახის წევრები მაქსიმალურ სასჯელს ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ვახტანგ სამხარაძეს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....