წმინდა ეკატერინეს მონასტერში, ძლიერი აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეგვიპტური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებას ბევრი ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ტერიტორიაზე უცნობმა პირებმა იერიში მიიტანეს. მათ ერთი პოლიციელი მოკლეს და ოთხი ადამიანი დაჭრეს.
BBC-ის ცნობით, ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე წმინდა ეკატერინეს მონასტერთან მდებარე პოლიციის საკონტროლო პუნქტზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.
წმინდა ეკატერინეს მონასტერი, მსოფლიოს ქრისტიანულ მონასტერთაგან ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს, ქალაქებში ტანტა და ალექსანდრიაში მდებარე ეკლესიებში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 დაშავდა. აღნიშნული ტერაქტების შედეგად ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.