ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაეროს ყოფილი თანამშრომელი ბანკების ძარცვაშია ეჭვმიტანილი

ნიუ-იორკის პოლიციამ გაეროს ყოფილი თანამშრომელი დააკავა, რომელიც ბანკების ძარცვაშია ეჭვმიტანილი, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ nbc-ი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 52 წლის აბდულა შუაიბუ ამ საქმიანობით ბოლო თვენახევრის განმავლობაში, სამსახურის შესვნების დროს, ანუ სადილის საათებში იყო დაკავებული. NBC-ის ცნობით,  ეჭვმიტანილი 2013 წელს გაეროში კომუნიკაციების სპეციალისტად მუშაობდა. მოგვიანებით მან საქმიანობა შეიცვალა.

ეჭვმიტანილი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის სამსახურში, უცხოური პრესის ცენტრში ერთ-ერთი ბანკის გაძარცვის შემდეგ ბრუნდებოდა. სამართალდამცველების თქმით, ის კიდევ სამი ბანკის გაძარცვას გეგმავდა.

 

იტვირთბა....