ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კომისია არანაირ კომპრომისზე არ მოდის”: “დემოკრატიულმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია დატოვა

“დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვა:

„უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ “დემოკრატიული მოძრაობის” სახელით კომისიას ვტოვებ. სამუშაო ჯგუფში მუშაობას ის აზრი ჰქონდა, რომ ყველა ის საკითხი გაგვეტანა, რომელიც წითელ ხაზად ითვლებოდა და ეს იყო საარჩევნო თემატიკა. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ კომისია არანაირ კომპრომისზე არ მოდის. ვხედავთ, რომ არანაირი ცვლილება არ ხდება პრეზიდენტის არჩევის წესზე და პრეზიდენტი ირიბად არჩეული იქნება. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ მიწაზე რეგულაცია იმ საკითხად კვლავ რჩება, რომელზეც ხელისუფლება კომპრომისზე არ მოდის“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მანამდე დატოვა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და პოლიტიკურმა გაერთიანებამ “სახელმწიფო ხალხისთვის”, ხოლო “ევროპულ საქართველოზე” ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია ხვალ დატოვებს კომისიას.

იტვირთბა....