ქველმოქმედი და ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ახლა ჩემს სიცოცხლეში ყველაზე სასწაული ამბავი – ქვეყნის პრეზიდენტისგან დღეს მივიღე ყველაფერზე საოცრება ჯილდო – წმინდა ნიკოლოზის პირველი ხარისხის ორდენი.
ეს თქვენი დახმარებით მოპოვებული და თქვენივე მოცემული ჯილდოა.
ყველას სათითაოდ დიდი მადლობა, ადამიანებო.
ახლა ცოტას ვიღნავლებ და ისევ აქ ვიქნები, თქვენთან.
არ დაგჭირდეთ, თორემ ცეცხლში ჩავდგები სათითაოდ ყველა თქვენგანისთვის, მიყვარხართ და გკოცნით, წინ დიდი საქმეები გვაქვს ყველას ერთად”, – წერს სინჯიკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდებიან პირები ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის.