საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა და მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა. სამინისტრო კანდიდატთა სიას აქვეყნებს, რომელთა შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები – თამარ ალანია და შოთა გეწაძე. ასევე საკონსტიტუციო სასმართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი.
კანდიდატთა სრული სია იხილეთ მოცემულ ბმულზე:
http://justice.gov.ge/Multimedia%2FFiles%2F2017%2Flist.pdf