რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის მეტროში განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აბრორ აზიმოვი გუშინ, პოდმოსკოვიეს ოდინცოვსკის რაიონში დააკავეს. მას ბრალად თვითმკვლელ ტერორისტ აკბარჯონ ჯალილოვის მომზადება ედება.
ამავდროულად, რომ სანქტ-პეტერბურგში ასევე დააკავეს ტერორისტ თვითმკვლელის ჯალილოვის ექვსი სავარაუდო თანამზრახველი. ჩხრეკისას მათ ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოუჩინეს.
სანქტ-პეტერბურგის მეტროში, 3 აპრილს მომხდარი ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტი. გამოძიების ვერსიით, ტერაქტის უშუალო შემსრულებელი 22 წლის აკბარჯონ ჯალილოვი იყო.