ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, 80 წელს გადაცილებული მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი გუშინ მეუღლის საფლავზე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებულმა კი თქვა, რომ მეუღლე მოენატრა.
დღეს მოხუცი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
იტვირთბა....