თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საკონსტიტუციო რეფერენდუმზე გამარჯვება მიულოცა.
პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს, სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %–მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.