იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სანქციები მკაცრდება. კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული მძიმე კატეგორიაში გადასვლას ითვალისწინებს. იზრდება ამ ბრალდებით გათვალისწინებული პატიმრობის ვადაც. კანონპროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
მოქმედი კანონის თანახმად, დანაშაული 3-დან 4 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. კანონპრეოქტის მიხედვით კი მაქსიმალური სასჯელი 6 წელია.
“ეს იქნება პრევენციისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ძალადობრივი დანაშაულებების ჩადენა. მინიმალური ზღვარი ისევ რჩება იგივე, არ იცვლება, ხოლო ზედა ზღვარი იქნება 6 წლამდე,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.