ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი: “ჩრდილოეთ კორეის ქმედებების მოთმენის დრო უკვე დასრულდა”

“ჩრდილოეთ კორეის ქმედებების მოთმენის დრო უკვე დასრულდა” – ამის შესახებ შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეაში იმყოფება.

მაიკ პენსმა მოინახულა ე.წ. დემილიტარიზებული ზონა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვრის ფუნქციას ასრულებს.

მაიკ პენსის თქმით, ვაშინგტონი ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა. ვიცე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტ ტრამპს კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების დაცვა მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით აქვს გადაწყვეტილი, თუმცა მოკავშირეების დასაცავად ზომების ყველა ვარიანტს განიხილავს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორეის სანაპიროსკენ სამხედრო ხომალდების ჯგუფი 9 აპრილს გაგზავნა. ოფიციალური განცხადებით, ეს არის პასუხი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საპასუხოდ, რომელიც კვლავ აგრძელებს საერთაშორისო საზოგადოების იგნორირებას და თავისი ქმედებით რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხედ რჩება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის ხელმძღვანელმა გააკეთა,
გემები ატომურ ავიამზიდ “კარლ უინსონის” ხელძღვანელობით წყნარი ოკეანის დასავლეთ მიმართულებით სინგაპურიდან დაიძრა. ფლოტის შემადგენლობაში ორი კრეისერი და მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ორი გამანადგურებელიც შედის.

საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ატომური ავიამზიდის „კარლ ვინსონის“ ნახევარკუნძულის სანაპიროებთან გაგზავნა მიუთითებს, რომ „აშშ-ის გეგმა ჩრდილოეთ კორეაში შეჭრასთან დაკავშირებით სერიოზულ ფაზაში გადავიდა და ჩრდილოეთ კორეა საპასუხო ქმედებისთვის მზად არის.“

იტვირთბა....