ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სამთავრობო ძალებმა სირიაში მორიგი საჰაერო იერიში განახორციელეს

მორიგი საჰაერო იერიში განახორციელეს სამთავრობო ძალებმა სირიაში, ჰამასას და დერაას რეგიონში. შეტევა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მიიტანეს. ამ დროისთვის არ გარცელებულა ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ.

ადგილზე მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფის მიერ გავრცელებული ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურ დაბომბვებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 დაშავდა.

მანამდე, 15 აპრილს სირიაში, იდლიბის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 126-მდე გაიზარდა, მათ შორის სულ მცირე 80 ბავშვია.

BBC-ის ცნობით, აფეთქება გზაზე, ავტობუსების კოლონასთან მოხდა, რომელსაც ალყაშემორტყმული დასახლებებიდან მოსახლეობა გადაჰყავდა, ადგილობრივი დამკვირვებლების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთერთ მანქანაში იყო დამონტაჟებული.

სირიაში ადამიანის უფლებათა ბრიტანული დამკვირვებლები აცხადებენ, რომ 109 ადამიანი მთავრობის გავლენის ქვეშ მყოფი დასახლების მცხოვრებლები იყვნენ, ასევე დაიღუპნენ მოხალისეები და აჯანყებულები.

იტვირთბა....