aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გაშვება სცადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეერთებული შტატების მიმართ ბირთვული მუქარისა და მასშტაბური სამხედრო აღლუმის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გაშვება სცადა, თუმცა გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.

სეულსა და ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რაკეტა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე გაშვებისთანავე აფეთქდა. ფხენიანის მორიგი გადაწვეტილება რეგიონში შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის ვიზიტს დაემთხვა.

აზიაში 10-დღიანი ტურნეს ფარგლებში მაიკ პენსი პირველად სეულში ჩავიდა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე რეაგირების გზებს განიხილავს.

გუშინდელ აღლუმზე ფხენიანმა პირველად ახალი კონტინენტთაშორისი და წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტები წარადგინა.

იტვირთბა....