“ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, ყოფილ დეპუტატს ვახტანგ რჩეულიშვილს ხვალ, ვერაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ.
ნინო დარასელის თქმით, გარდაცვლილის პანაშვიდი არმაზში მიმდინარეობს. არმაზიდან ვახტანგ რჩეულიშვილს ხვალ ვერაზე, წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში გადაასვენებენ, საიდანაც 15:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ვახტანგ რჩეულიშვილი 13 აპრილს გარდაიცვალა.