საქართველოს საავტომობილო მაგისტრალზე, გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ერთ-ერთი სოფლის შიდა-სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.