ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2” ავრცელებს. მისი კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა გუშინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სწრაფად მოძრავი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.